პარლამენტში ,,ნაცმოძრაობის” წევრი ხათუნა გოგორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპრდნენ.
კანონმდებლებმა ერთმანეთს "თავხედი, ,,უპასუხისმგებლო” " და "მატყურა" უწოდეს
დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს პარლამენტის ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს.
ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ხათუნა გოგორიშვილი, ბესელიას ამ განცხადებას ტყუილს უწოდებს.
გოგორიშვილის განცხადებით, ბესელია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა პარლამენტის ბალანსზე არ არის.
შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება.