უკრაინის რადიკალური პარტიის დეპუტატებმა რადაში არეულობა მოაწყვეს. ოლეგ ლიაშკომ თანაპარტიელებთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა დაბლოკა. ვალერია გონტარევას გამოსვლისას ფრაქციის დეპუტატები ტრიბუნაზე აიჭრნენ და მას სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იძულებული გახდა ტრიბუნა დაეტოვებინა.