,,საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი არიან ნამდვილი მეგობარი სახელმწიფოები”, _განაცხაა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, მიმდინარე საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ღარიბაშვილმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა გააღრმავოს სავაჭრო, ეკონომიკური და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან და თურქეთთან.
,,გამოვთქვამთ მზაობას კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი სავაჭრო, ეკონომიკური და მეგობრული ურთიერთობები. ჩემთვის მართლაც სასიხარულოა, რომ ეს ფორუმი ტარდება ბათუმში, ეს არის რიგით მეოთხე ფორუმი, ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია რომელიც გრძელდება”, _განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ფორუმი ადგილობრივ ბიზნესმენებს შესაძლებლობას მისცემს უკეთესად თანამშრომლონ თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.