სტამბოლში მოკლული ტაჯიკი ოპოზიციონერის, უმარალი კუვატოვის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ. კუმრინისო ჯაბოროვა და მისი შვილები რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, კუვატოვი ოჯახით სტუმრად მიიწვიეს. სუფრასთან მან თავი ცუდად იგრძნო და ქუჩაში გავიდა, სადაც თავს დაესხნენ და რამდენიმე გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ ოპოზიციონერის ცოლმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, თავად კი გონება დაკარგა. უმარალი კუვატოვი სამშობლოში აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას ეწეოდა. ხელისუფლების მხრიდან მუქარის გამო ის 2012 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა
.