ლეგენდარული რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი უკრაინაში გასტროლებს იწყებს. „მაშინა ვრემენის“ ლიდერი დღეს კონცერტს კიევში გამართავს. მომდევნო დღეებში კი ის ხარკოველ, ოდესელ და დნეპროპეტროვსკელ მსმენელს გაახარებს. როგორც მუსიკოსი აცხადებს, გასტროლებს ის უკრაინელ ქალებს უძღვნის, რომელთათვისაც მაკარევიჩის კონცერტები საუკეთესო სარვამარტო საჩუქარი იქნება. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, „მაშინა ვრემენიმ“ ციმბირსა და ურალში დაგეგმილი კონცერტები პროტესტის ნიშნად გააუქმა. მაკარევიჩი უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდის და პუტინის რეჟიმს მუდმივად აკრიტიკებს.