თურქეთში ცნობილი ტაჯიკი ოპოზიციონერი მოკლეს. უმარალი კუვატოვს სტამბოლში აკსერაის რაიონში ესროლეს. მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით პოლიტიკოსი ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. გამოძიების მთავარი ვერსიით, კუვატოვის მკვლელობა მის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება.