ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჟურნალისტები საქართველოში დევნილთა მდგომარეობით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ. 15 ქვეყნის - პოლონეთის, საფრანგეთის, ესპანეთის გერმანიის, იტალიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ლიტვის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მიიღო.
ჟურნალისტები ომის შემდეგ საქართველოში არსებული სიატუაციით, დემოკრატიის განვითარებითა და დევნილთა მდგომარეობით დაინტერესდნენ. კობა სუბელიანთან საათნახევრიანი შეხვედრა მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართეს და ამომწურავი პასუხები მოისმინეს.
მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა, როგორ მიმდინარეობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტი; თუ რა მოსდა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში; როგორ ცხოვრობდნენ სამი თვის განმავლობაში დევნილები კარვებში; რამდენად ოპერატიულად მოხერხდა მათთვის სახლების აშენება და ბინებით დაკმაყოფილება; ცეცხლის შეწყვეტიდან 3 თვეში როგორ აშენდა კოტეჯები; 70 000 დევნილი ბინებით როგორ დაკმაყოფილდა და ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის დახმარებით და სახელმწიფომ ომის შედეგების არმოფხვრა როგორ შესძლო.
ასევე, მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებს ეხებოდა. ევროპელმა ჟურნალისტების ნაწილმა აღნიშნა, რომ ისინი პირველად იყვნენ საქართველოში. ნაწილისთვის კი, ეს ვიზიტი პირველი არ იყო. მაგალითად: პოლონეთის წამომადგენელმა, რომელიც მეორედ იმყოფება საქართველოში აღნიშნა, რომ საქართველო არის ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა, რომ სახელწიფო ყველაფერს აკეთბს დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ასევე ყურადღება გაამახვილა რომ საქართველო არის ტიპიური ევროპული ქვეყანა და ძალიან მოიხიბლა ახალგაზრდა მინისტრათა კაბინეტით.
ევროკავშირის დელეგაცია ხვალ წეროვანსა და გორში გაემგზავრება და დევნილ მოსახლეობას შეხვდება. ისინი ადგილზე ნახავენ როგორ ცხოვრობენ დევნილები და რა გააკეთა მათვის სახელმწიფომ.