ნიგერიაში ისლამისტები გააქტიურდნენ. „ბოკო ჰარამის“ დაჯგუფების მებრძოლებმა იერიში სოფელ ნჯაბაზე მიიტანეს, რასაც 45 ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. „ბოკო ჰარამი“ ნიგერიისა და კამერუნის სოფლებს თავს სისტემატიურად ესხმის, რის გამოც ყოველთვიურად ასობით მშვიდობიანი მცხოვრები იღუპება. ჩრდილოეთ ნიგერიის მნიშვნელოვან ნაწილს ამ დროისათვის ისლამისტები აკონტროლებენ.