ნორმანდიული ოთხეული დღეს ბერლინში კიდევ ერთხელ შეიკრიბება. ამჯერად აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. მოლაპარაკებებში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ფედერიკა მოგერინიც ჩაერთვება. რუსულ მხარეს კი ბერლინში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი წარმოადგენს. ბერლინის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე დონბასში შექმნილი ვითარება უკრაინის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ტელეფონით განიხილეს.