სააგენტო "როიტერმა" იმ წერილის შინაარსი შეიტყო, რომლის გამოქვეყნებასაც მოსკოვში მოკლული ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი აპირებდა. წერილი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ნემცოვმა თანაპარტიელ ოლგა შორინას გაუგზავნა. "ივანოვოდან რუსი მედესანტეები დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ 17 თანამებრძოლი დაკარგეს. ისიც მითხრეს, რომ ხელფასებს არ უხდიან. ამის ხმამაღლა თქმის ეშინიათ,"-ნათქვამია წერილში. შორინას განცხადებით, მოხსენება, სახელწოდებით "პუტინი-ომი" ნემცოვს უახლოეს დღეებში მილიონიანი ტირაჟით უნდა დაებეჭდა.