ჰარისონ ფორდი ავიაკატასტროფაში მოყვა. მისი სამოყვარულო თვითმფრინავი ლოს ანჟელესში გოლფის მოედანზე ავარიულად დაეშვა. ინციდენტის შედეგად ფორდმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც ის ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით მისმა ვაჟმა განაცხადა, რომ მსახიობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარიული დაშვების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.