ნადეჟდა სავჩენკოს შიმშილობა არ შეუწყვეტია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. კლიმკინის უწყების მტკიცებით, რუსების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მფრინავი პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავჩენკომ სავჩენკომ ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და ქათმის ბულიონი მიიღო, გუშინ რუსეთის სასჯელთაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა.