დღეს, 5 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა „ქალაქი ნავთობის შემდეგ - ქალაქის მომავლის ისტორია" გაიხსნება.
გამოფენას წარმოადგენს უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (იფა) და არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი ჟურნალის ARCH+.
გამოფენაზე წარმოდგენილი თანამედროვე და ისტორიული პროექტების პირდაპირი კავშირის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ დღეს მიმდინარე არქიტექტურული თუ ურბანული პროცესები სათავეს მე-20 საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურის უტოპიებიდან იღებს, რომლებიც თავიდან გააზრებული, დღევანდელთან მისადაგებული და განვითარებულია. თანამედროვე ქალაქმგეგმარებლებს პროექტებში გათვალისწინებული აქვთ კლიმატის ცვლილები, ტრადიციული ენერგომატარებლების ამოწურვითა და გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული საფრთხეები.
დღეს მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს, სწორედ ქალაქის პრობლემებიდან გამომდინარე უნდა მოინახოს ისეთ ამოცანებზე პასუხი, როგორიც კლიმატური ცვლილებები და წიაღისეული ენერგიის სავარაუდო ამოწურვაა. გამოფენასა და კატალოგში წარმოდგენილია აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში განხორციელებული უახლესი პროექტები, რომლებიც შემდეგ საკითხებს ეხმაურება: როგორ შეიცვლება ქალაქები, როდესაც წიაღისეულ (ტრადიციულ) ენერგიებს სრულად ჩაანაცვლებს განახლებადი ენერგიის წყაროები? რა გავლენას მოახდენს ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქალაქო სატრანსპორტო სისტემაზე, მდგარადობისა და მობილურობის პოლიტიკაზე? როგორ შეიცვლება ქალაქის იერსახე გლობალიზაციის ფონზე?
გამოფენის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი თბილისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გამოფენა გაგრძელდება 30 მარტამდე.