ხვალ, 5 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში პოეტთან და ფოლკლორისტთან ეთერ თათარაიძესთან შეხვედრა გაიმართება.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში იწყება შეხვედრები საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან.
ყოველი თვის პირველ კვირას საზოგადოებას საშუალება ექნება, შეხვდენ, მოუსმინონ და გაესაუბრონ საყვარელ ადამიანებს, თავად დაუსვან მათ შეკითხვები და საღამო საინტერესოდ გაატარონ.
შეხვედრებზე ხალხური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები შეასრულებენ სიმღერებს.
საღამოს პირველი სტუმარი და იმავდროულად - მასპინძელია
პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.