ნორმანდიულმა ოთხეულმა კიდევ ერთ კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწია. საფრანგეთის, რუსეთის, უკრაინისა და გერმანიის ლიდერები დონბასის 10 ცხელ წერტილში ეუთოს დამკვირვებლების შეყვანაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო დამკვირვებლები მონიტორინგ სჩასტიეს, პოპასნაიას, სტანიცა ლუგანსკაიას, კრიმსკოეს, ავდეევკას, ვოლნოვახას, გრანიტნოეს, ლუგანსკოეს, შიროკინოსა და დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე განახორციელებენ. ეს ის რაიონებია, სადაც მინსკში მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სისტემატიურად ირღვევა.