პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკლესიის ომბუცმენის ინსტიტუტი უნდა იქნას შემოღებული. ამ იდეის შესახებ არსენიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც არსენიშვილი აღნიშნავს, იგი იმყოფებოდა ავსტრიაში სადაც მსგავსი ინსტიტუტი არსებობს და მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა მიბაძოს ავსტრიას და ეკლესიის ომბუცმენის ინსტიტუტი საქართველოშიც უნდა იქნას შემოღებული.
როგორ უნდა განხორციელდეს აღნიშნული იდეა ამაზე არსენიშვილი ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს, თუმცა აღნიშნავს, რომ იგი ამ იდეას უახლოეს დღეებში ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს გააცნობს და იმედოვნებს, რომ ეს იდეა პარლამენტში სათანადოდ იქნება გაზიარებული და განხორციელების მეთოდების მოძებნაც იქნება შესაძლებელი.