ისალნდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შექმნილი პრობლმების გამო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, რამდენიმე ავიარეისის შესრულება საქართველოდანაც შეფერხდა.
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ავიაკომპანია ~ეარბალტიკამ~ რიგის მიმართულებით დაგეგმილი რეისი საერთოდ გააუქმა, ხოლო ავიაკომპანია ~აირზენამ~ პარიზის რეისი გადადო.
~აირზენა~ პარიზის მიმართულებით დღეს დილით 8:00 საათზე უნდა გაფრენილიყო, ფრენა სავარაუდოდ, 12:00 საათისთვის შესრულდდება.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით დაგეგმილ ფრენებს, ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება, ვაინაიდან ლონდონიდან საქართველოში რეისი გუშინ დანიშნული არ ყოფილა, იგი ხვალ უნდა შესრულდეს.
ევროპის ქვეყნებში საჰარეო კავშირი ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად უკვე მეორე დღეა თითქმის მთლიანად დაღვეულია.
~ბიბისის~ ინფორმაციით, აკრძალვა ფრენებზე შეაძლოა, მინიმუმ კიდევ ორი დღე გაგარძელდეს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დროში ტრანსატლანტიკური რეისების ნახევარი გაუქმდეს.
ფრენებს ვულკანის შედეგად წარმოქნილი ფერფლის ღრუბელი აფერხებს, რომელმაც გავრცელდა ბრიტანეთში, ევროპის კონტინეტის სხვა ქვეყნებში, სკანდინავიაში, ფინეთსა და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში.
ვულკანური ფერფლი თვითმფრინავებისთვის საშიშია, ვინაიდან მისი უმცირესი ნაწილაკები ძრავას ახშობს.
მომხდარის გამო ევროპის ქვეყნებში 5 ათასამდე ავიარეისი გაუქმდა და გადაიდო.