ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, მდინარე ფსოუს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გალის რაიონის სოფელ რეფის მკვიდრი სოსლან გიას ძე კილანავა დააკავეს.
პირადი ჩხრეკის ჩასატარებლად ის გაგრის რაიონის დაბა განთიადის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც 5,5 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეტადონი” აღმოუჩინეს.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გამოსაძიებლად ოკუპირებული აფხაზეთის ტრანსპორტის პროკურატურას გადაეცა.