დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტის" დეფაქტო უწყებიდან აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ კონონოვი თავდასხმისას მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. როგორც დეფაქტო სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება, კორტეჟს საზენიტო-სარაკეტო დანადგარებიდან ესროდნენ.