საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინას დასავლეთ ბერლინს ადარებს. მიხეილ სააკაშვილის ვრცელი სტატია "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა. ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლისთვის შურს იძიებს. "უკრაინა არის ფრონტის ხაზი დასავლეთთან. ეს იგივე დასავლეთ ბერლინია, რომლის აღებაც სტალინისთვის პრინციპის საკითხს წარმოადგენდა, მაგრამ დასავლეთ ბერლინის წარმატებული დაცვის შედეგად მოხერხდა ის, რომ ევროპაში კომუნიზმი ვეღარ გავრცელდა,"-აღნიშნავს სააკაშვილი.