ორნელა მუტის 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც გამოცემა Il Giornale იტყობინება, მუტის ვერდის თეატრის (ფრიული-ვენეცია-ჯულიას ოლქი) მოტყუებაში დასდეს ბრალი.
ინციდენტს 2010 წელს ჰქონდა ადგილი, როდესაც მსახიობს სპექტაკლში უნდა ეთამაშა, თუმცა ამის ნაცვლად ის სანკტ-პეტერბურგში რუსეთის მაშინდელ პრემიერ პუტინთან და მსახიობ კევინ კოსტნერთან ერთად ვახშმობდა. თეატრის ხელმძვანელობასთან მან სპექტაკლის ჩაგდების მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა და შესაბამისი სამედიცინო ცნობაც წარმოადგინა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, სპექტაკლის ნაცვლად მან დრო პუტინისა და კოსტნერის კამპანიაში გაატარა. ამის გამო ორნელა მუტის თეატრის ხელმძღვანელობამ სასამართლოში უჩივლა და მისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვა. მსახიობმა თეატრს 30 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას 8 თვიანი პატიმრობა ელის.