უამინდობა ავღანეთში. პანჯშერის პროვინციაში რამდენიმე დღიანი გადაუღებელი თოვის შედეგად მთიდან ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ოჯახი თოვლის ქვეშ მოჰყვა. უბედურ შემთხვევას 29 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოვებით ამდენიმე დაკარგულად ითვლება. სამაშველო ბრიგადებმა სტიქიური უბედურების ზონაში მისვლა დააგვიანეს. ადგილობრივი მოსახლეობა ზვავში მოყოლილი თანასოფლელების გადარჩენას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.