ბრიტანეთის კვალდაკვალ, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს კანადაც გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ჯეისონ კენიმ განაცხადა, თუმცა მისივე თქმით, კანადელი სამხედრო სპეციალისტები კონფლიქტის ზონაში არ შევლენ. დღეს დილით ცნობილი გახდა ისიც, რომ უკრაინაში სამხედრო სპეციალისტებს ბრიტანეთიც გაგზავნის.