რუსეთი შესაძლოა ჰიბრიდული ომის სცენარის განხორციელებას ბალტიისპირეთშიც შეეცადოს. ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ განაცხადა. "ბალტიისპირეთის ქვეყნები საფუძვლიანად არიან შეშფოთებულნი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო. ამიტომ, აბსოლუტურად გამართლებულად მივიჩნევ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესახებ. თუ დასავლეთს უკრაინის დახმარება სურს, პირველ რიგში მხარდაჭერა უკრაინის არმიას უნდა გაუწიოს, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს,"-აღნიშნა კვასნევსკიმ.