"ნოვაია გაზეტა" სკანდალური დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც მოსკოვმა 2014 წლის თებერვლის დასაწყისში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კრემლის გეგმაში უკრაინის დანაწევრება შედიოდა. კერძოდ კი მოსკოვი უკრაინის ექსპრეზიდენტს ქვეყნის შემადგენლობიდან ყირიმისა და აღმოსავლეთ რეგიონების გამოყოფას სთავაზობდა. როგორც "ნოვაია გაზეტა" წერს, უკრაინაში გასული წლის თებერვალში განვითარებულმა მოვლენებმა და ქვეყნიდან იანუკოვიჩის გაქცევამ კრემლის გეგმებში გარკვეული კორექტივები შეიტანა, თუმცა რუსეთმა საკუთარი გეგმები მაინც განახორციელა. როგორც დოკუმენტიდან ჩანს, რუსეთი უკრაინის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ხელისუფლების შეცვლამდეც აქტიურად ერეოდა.