ყაზახი ბავშვები პარასკევობით სკოლაში სიარულს ლოცვას ამჯობინებენ. მეჩეთში სიარულის მიზეზით გაკვეთილების გაცდენის შემთხვევები განსაკუთრებით კიზილორდინის რაიონში გახშირდა, სადაც სკოლები დილის საათებში პრაქტიკულად დაცარიელებულია. ამასთან დაკავშირებით ყაზახეთის განათლების სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ბავშვების რელიგიურად აღზრდას არ კრძალავს, თუმცა ამ მოტივით გაკვეთილების გაცდენა ყოვლად მიუღებელია. ამიტომ, გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეები სკოლის შიდა განაწესით დაისჯებიან.