უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოსტზე ნინო გვენეტაძეს პარლამენტის ორ კომიტეტეში მოუსმენენ.
განხილვა იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომებზე შედგება.
ჯერჯერობით, უმრავლესობაში არ არის ჩამოყალიბებულია საერთო პოზიცია დაუჭერენ თუ არა მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს
"თავისუფალი დემოკრატები" კი საბოლოო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს ფრაქციის სხდომაზე გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.
ნინო გვენეტაძის კანდიდატურა მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის” და ისინი მხარდაჭერას არ აპირებენ.