გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ერაყს 17,9 მილიონის ღირებულების შეიარაღება გადასცა. ამის შესახებ პენტაგონის პრეს-მდივანმა სტივ უორენმა განაცხადა. მისივე თქმით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა 2014 წელს 250 ჯავშან-მანქანა, „ჰელფაიას“ ტიპის 232 რაკეტა, ათასი ჯავშან-ჟილეტი და ჩაფხუტი მიიღო. უახლოეს ხანებში კი ერაყისთვის მ-16 ტიპის 10 ათასი ავტომატური იარაღისა და 23 ათასი მჭიდის გადაცემა იგეგმება.