რუსეთის მთავრობამ პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების დოლუმენტი წარუდგინა. ხელშეკრულების ტექსტი გვიან ღამით რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დეფაქტო ხელშეკრულება მოსკოვსა და ცხინვალს შორის სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი დეფაქტო რესპუბლიკის საზღვრების დაცვის, ერთიანი საბაჟო კონტროლის დაწესებისა და პენსიებისა და ხელფასების გაზრდის ვალდებულებას იღებს. ამასთან, მოსკოვი პირობას იძლევა, რომ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი დაცული იქნება.