უკრაინაში ყოფილ „ბერკუტელებს“ აპატიმრებენ. პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებით მილიციამ ევრომაიდნის დარბევაში ეჭვმიტანილი ორი პირი, ალექსანდრ მარინჩნკო და სერგეი ტამტურუ დააკავა. უკრაინულმა სპეცრაზმმა 2014 წლის 20 თებერვალს მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა.