2014 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა უკიდურესად გააძლიერა. ტრადიციულ ყოველწლიურ დასკვნას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ არასამთავრობოების დიდ ნაწილზე კრემლი ძლიერ ზეწოლას ახდენდა და მათ ე.წ. „უცხოეთის აგენტებად“ დარეგისტრირებას აიძულებდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, ჟურნალისტები და ადვოკატები კი თავიანთ მოვალეობას რისკის ქვეშ ასრულებენ. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ყირიმის აგრესიით რუსეთმა თავი საერთაშორისო იზოლაციაში მოიქცია.