„რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე მესაუბრებოდნენ, სახეში მიყურებდნენ და მატყუებდნენ.“ ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „რუსეთში დგას დაუფარავი და ყოვლისმომცველი პროპაგანდისტული კამპანიის პერიოდი, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული. ამას ჩვენ ცივი ომის პერიოდიდან ვხედავთ,“-აღნიშნა ქერიმ. კითხვაზე, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინის იარაღით მომარაგებას, ამერიკის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ობამას ადმინისტრაციაში კვლავ განხილვის საგანია.