დღეს, 16 აპრილს, 12:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვევიან. ცენტრი თსუ-ის თვითმმართველობის ინიციატივით იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია შუა საუკუნეების ადამიანების "უფლებებსა და თავისუფლებებზე".
ტუღუში ახალგაზრდებს თანამედროვე სამყაროში ადამიანის უფლებების დაცულობაზე ესაუბრება და პარალელებს გაავლებს შუა საუკუნეებში არსებულ სამართლებრივ სისტემასთან.
შეხვედრაზე გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას და გიორგი სააკაძისა და ერთ-ერთი დიდებულის სასამართლო დავას განიხილავენ.