დღეს, 16 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მედიის თავისუფლების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტს, დუნია მიატოვიჩს შეხვდება.
მინისტრი ექსპერტს დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებათა თაობაზე ინფორმაციას მიაწვდის.
მიატოვიჩი განვლილ პერიოდში სამინისტროს საქმიანობას შეაფასებს და ჟურნალისტებს თავის მოსაზრებას გააცნობს.