დღეს, 16 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ არმენ აშოტიანს შეხვდება.
მინისტრები ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრებენ. განიხილავენ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლისთვის სპეციალურ შეღავათებს სთავაზობს.
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება.