დღეს, 16 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის ელჩის მასაიოში კამოჰარას მეუღლე, ჯუნკო კამუჰარა ესტუმრება. იგი უნივერსიტეტში არსებულ იაპონური ენისა და კულტურის ცენტრს გაეცნობა და სტუდენტებს გაესაუბრება. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილება.
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლის მარტის დასაწყისში იაპონიის მთავრობის კულტურული გრანტის ფარგლებში გაიხსნა.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემასა და თსუ-ს, როგორც გრანტის პროექტის ბენეფიციარს შორის ხელშეკრულება 2009 წლის 12 თებერვალს გაფორმდა და კულტურული გრანტის ეტაპობრივ გამოყოფას გულისხმობს.