პარლამენტის თავმჯდომარე ზაგრების უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ, დამირ ბორას შეხვდა, სადაც ხორვატიისა და საქართველოს განათლების სისტემების მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს.
შეხვედრუს შემდეგ დავით უსუფაშვილმა უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა, თემაზე: „ კონსტიტუციური პროცესები ახალ დემოკრატიაში“.
თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კონსტიტუციის როლს ქვეყნის განვითარებაში.
მისი განცხადებით კონსტიტუცია ეფუძნება წარსულის გამოცდილებას, რათა მომავალში არიდებული იყოს შეცდომები და ქვეყანას ქონდეს განვითარების საშუალება.
თვალსაჩნოებისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს ისტორიიდან კონკრეტული მაგალითებიც მიმოიხილა.
უნივერსიტეტის რექტორმა, დამირ ბორამ პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრობისთვის და საინტერესო ლექციისთვის მადლობა გადუხადა.