მიხაელ შუმახერის მეუღლემ სახლი გაყიდა. 645 კვადრატული მეტრის ფართის ფეშენებლური სახლი ნორვეგიულ ტრიუსელში 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. შუმახერის ოჯახი ასევე ფერარი-2000-სა და "ფალკონის" კერძო თვითმფრინავის გაყიდვასაც აპირებს და აღებული თანხით მკურნალობის ხარჯებს დაფარავს. გავრცელებული ინფორმაციით, შუმახერის მკურნალობის ხარჯებმა 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა. მიხაელ შუმახერი 2 წლის წინ ალპებში თხილამურებით სრიალისას დაეცა და თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო. სპორტსმენმა 6 თვე ხელოვნურ კომაში გაატარა და რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა.