დღეს, 16 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის 70 წლის იუბილე აღინიშნება. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუმრები დაესწრებიან.
საიუბილეო ღონისძიებაზე კიკაჩეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას, თემაზე: "რელიგიათა თავსებადობა, როგორც ცივილიზებული ღირებულება კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელში~.
თენგიზ კიკაჩეიშვილი 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათგან 4 მონოგრაფიის და 4 კრებულის, ავტორია. პროფესორი მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილეა. 2004 წლიდან თენგიზ კიკაჩეიშვილი საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის ნამდვილი წევრია. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.