დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარში 206 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვართან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 55 მლნ. აშშ დოლარი (51 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 151 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2014 წლის იანვარში შესაბამისად 35, 51 და 28 პროცენტი). 2015 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტი (2014 წლის იანვარში 12 პროცენტი).