"თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი წევრი ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ქვეყნის ევროპული კურსი საფრხეშია და საქმე გვაქვს ნატოსა და ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურებასთან. შესაბამისად როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა პარტია გეგმავს უფრო აქტიური ოპონირების რეჟიში ხელისუფლება აიძულოს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანისა და ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებებით.
,,პარტია ,,თავისუფალმა დემოკრატებმა” მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ჩვენს მიერ პარლამენტში დაკავებეული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები და კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ვაიძულოთ ხელისუფლება სასწრაფოდ გადადგას ქმედით და გააზრებული ნაბიჯები ქვეყნის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანისა და ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით”, _განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს.