შრომის ინსპექციის ფუნქციები სამმხრივ ფორმატში იქნება განხილული. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, ინსპექციის ამოქმედებისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ასევე შესაბამისი კადრები.
”შრომის ინსპექცია ისევე როგორც შრომის საკითხი აუცილებელია, რომ განხილული იყოს სამმხრივ ფორმატში. სამი მხარე მოიაზრებს სახელმწიფოს, პროფკავშირებისა და დამსაქმებლების ჩართულობას. თვეების განმავლობაში, როდესაც მიდიოდა კონსულტაციები, ვინაიდან ეს თვისობრივად ახალი ინსტრუმენტია ჩვენს ქვეყანაში, იყო ხანგრძლივი კონსულტაციები. საბოლოოდ ჩვენ შევთანხმდით ასეთ ფორმატზე: შრომის ინსპექცია, რომ დაინერგოს ამისათვის შესაბამისი კადრების გადამზადებაა საჭირო, რაც არ არის მოკლე პერიოდი და რამდენიმე თვე სჭირდება, ასევე შესაბამისი საკანონმდებო რეგულაციური ცვლილებების დახვეწა. თუ არ დავიწყებდით ამის დაფუძნებას, ვერც განვახორციელებდით შემდეგ ნაბიჯებს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ინსპექცია უკვე არსებულიო კონტრაქტების რევიზიას არ მოახდენს.
”ყველაზე მთავარი ამოცანა შრომის ინსპექციაში არის ტრეფიკინგი და უკანონო ექსპლუატაცია მუშახელის,. ხელშეკრულებების გადახევდა არ მოხდება არამედ მოხდება იმ პირობების გადახევა, რომელიც პოტენციურად შეიძლება შეიცავდეს ტრეფიკინგის რისკს”,- აღნიშნა მინისტრმა.
შრომის კანონმდებლობის დაცვასა და დამსაქმებლების მხრიდან საჭირო ნორმების შესრულებას ცოტა ხანში შრომის ინსპექტორები გააკონტროლებენ. ინსპექციის შესაქმნელად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა უკვე დაწყებულია. ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკვე აპროტესტებდნენ შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.