ოსკარების დაჯილდოვების 87-ე ცერემონია დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიამ წლის ფილმად ალეხანდრო გონსალესის "ბერდმენი" აღიარა. ფილმმა საუკეთესო რეჟისურის, ოპერატორული ნამუშევრისა და სცენარის ნომინაციებშიც გაიმარჯვა. საუკეთესო მამაკაც მსახიობად ედი რედმეინი აღიარეს, საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული კი ჯულიანა მურმა მოიპოვა. ოსკარის გარეშე დარჩა ზაზა ურუშაძის მანდარინები. საუკეთესო უცხოური ფილმების ნომინაციაში ოსკარის მფლობელი პოლონელირეჟისორის, პავლ პავლიკოვსკის ნამუშევარი "იდა" აღიარეს