ზაზა ურუშაძის "მანდარინები" "ოსკარის" გარეშე დარჩა. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში პოლონურმა ფილმა "იდა" გაიმარჯვა. საუკეთესო უცხოურენოვან ფილმებს შორის, "მანდარინების", გარდა, "ოსკარზე" წარდგენილი იყვნენ - რუსული "ლევიათანი", პოლონური "იდა", მავრიტანიული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ისტორიები".