დიღომში, ხანძარს დროს 48 წლის ვაჟა ბედიაშვილი დაიღუპა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ბედიაშვილის საცხოვრებელ სახლში ხანძარი სავარაუდოდ გაზის გამათბობელიდან ბუნებრივი არის გაჟონვის შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც სახლის პატრონი დაიწვა. დამწვარია სახლის ნაწილი.
გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, ვაჟა ბედიაშვილი მარტო ცხოვრობდა.