26 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში მომღერალი დათო ხუჯაძე სოლო კონცერტს გამართავს.
საქველმოქმედო საღამო სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გაიმართება.კონცერტზე მოწვეული სტუმრები არიან დავით ფორჩხიძე, ჯგუფი „GOOFY-LAND"-ი.
აღსანიშნავია, რომ კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება"საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას.
კონცერტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები