უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო საგარეო უწყებაში განმარტების მისაცემად მივიდა.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს ელჩი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამოა დაბარებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები