ექსპერტ გოგი ხუციშვილის განცხადებით, პოლიტიკოსი ბრძოლაში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მონაწილეობდეს, მაშინაც კი, თუ გამარჯვების გამოკვეთილი შანსი არ აქვს. ასე ეხმაურება ხუციშვილი იმ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრი ვერ დაინახეს და მისი ბოიკოტირება არჩიეს.
"ვფიქრობ, პოლიტიკოსის გადაწყვეტილება მხოლოდ შედეგზე კი არა, პროცესზედაც უნდა იყოს ორიენტირებული. პოლიტიკური ბრძოლა სხვა ბევრ რამესთან ერთად, საზოგადოების გაჯანსაღებასაც უწყობს ხელს. ოპოზიცია ჭკუას ვერ ისწავლის, თუ საზოგადოებამაც არ ისწავლა ჭკუა", - განმარტა ხუციშვილმა.