უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კვირას არის დაბარებული, თუმცა ამ დროისთვის ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებენ.
,, დიახ გიდასტურებს, ელჩი დაბარებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, უკრაინაში საკადრო დანიშვნასთან დაკავშირებით", -აცხადებენ საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები