თბილისის შვიდ 1 ექსპერიმენტულ, მე-11, 23-ე, 24-ე, 51-ე, 52-ე, 117-ე საჯარო სკოლებში მანდატურები მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ.
პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მანდატურები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ პირადად წარუდგინეს. ამ მიზნით ისინი 117-ე სკოლაში იმყოფებოდნენ.
დანარჩენ ექვს საჯარო სკოლაში მანდატურები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა წარადგინეს.
მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ და სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც დაეხმარებათ სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენცია და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა უზრუნველყონ. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განახორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნელოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდნენ, აქვთ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.